ხვალიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
3 ივლისიდან საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე გამოსაცდელი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით.  საქართველოს მასშტაბით გახსნილი 24 საგამოცდო ცენტრი

ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

აბიტურიენტებისათვის წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდრეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.

ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, თუ მან საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლო გამოცდაზე გამოცხადება:
1. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამით ყოფნის გამო;
2. ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;
3. დაუძლეველი ძალის გამო.

აბიტურიენტმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალებისა და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ცენტრში შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

გაითვალისწინეთ, რომ ეს პირობები ვრცელდება მხოლოდ აბიტურიენტებზე და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებზე.

რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 08:00 საათზე, ხოლო გამოცდა 09:00 საათზე იწყება. მეორე სესიაზე რეგისტრაციის დაწყების დროა 14:00 საათი, გამოცდისა კი - 15:00 საათი.

შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებს 2023 წელს 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს - ინფორმაციას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ყველაზე ნაკლებს
განათლებაში ხარჯავს.
11:56 / 20.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ყველაზე ნაკლებს განათლებაში ხარჯავს.
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების
რესურსცენტრების უფროსების პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა,
15:18 / 08.04.2024
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების უფროსების პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა,
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო
სკოლების პედაგოგებისთვის ევროკავშირის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა
გაიმართა.
12:36 / 27.03.2024
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ევროკავშირის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ბორჯომის №3 საჯარო სკოლის
მოსწავლეების სამმა გუნდმა სამი მინი კომპანია შექმნა. სამივე მინი
კომპანიამ მიიღო გაყიდვების მოწმობა.
12:54 / 26.03.2024
ბორჯომის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეების სამმა გუნდმა სამი მინი კომპანია შექმნა. სამივე მინი კომპანიამ მიიღო გაყიდვების მოწმობა.
ქართული ენა მსოფლიოს ყველაზე რთულად
შესასწავლ ენებს შორის მოხვდა.
15:52 / 19.03.2024
ქართული ენა მსოფლიოს ყველაზე რთულად შესასწავლ ენებს შორის მოხვდა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.