ბორჯომში მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია გაიმართა
ბორჯომში მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია გაიმართა, ღონისძიება ეძღვნებოდა ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას და განხორციელებას. პროექტში ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან ოცამდე საჯარო სკოლა არის ჩართული.
მასწავლებლებმა კოლეგებს წარუდგინეს პრეზენტაციები . კონფერენციის პარალელურად გაიმართა მასწავლებლების და მოსწავლეების მიერ პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.
დღის ბოლოს დაჯილდოვდნენ საუკეთესო პედაგოგიური პროექტების ავტორები, რომლებიც შემდგომში მასწავლებლების რესპუბლიკურ ფორუმზე წარსდგებიან.



Print