New მედია კლუბის შემეცნებითი თამაში ნინოწმინდაში
City Game - ასე ჰქვია თამაშს, რომელიც ერთდროულად არის საინტერესო, სახალისო და სათავგადასავლო. ეს თამაში ამჯერად ნინოწმინდაში, ღია ცის ქვეშ, ბორჯომისა და ნინოწმინდის New მედია კლუბის წევრებს შორის გაიმართა. ისინი ორ გუნდად გადანაწილდნენ. ლომების და გვირილების დავალება იყო ტყეში საგულადაგულოდ დამალული კონვერტები მოეძებნათ და ეპოვნათ დავალების სახით მიცემულ კითხვებზე სწორი პასუხები. პროცესი იყო ძალიან ემოციური. თითოეული გუნდი ცდილობდა დავალება მოკლე დროში შეესრულებინა და ქულები დაეგროვებინა გასამარჯვებლად.

საბოლოოდ, ქულათა რაოდენობის მიხედვით გაიმარჯვა ლომების გუნდმა. გუნდის თითოეული წევრი წიგნის მაღაზიის ვაუჩერით დასაჩუქრდა. ასევე დაჯილდოვდა ნიუ მედია კლუბის ყველაზე აქტიური წევრი ნინოწმინდიდან სტიოპა დუმოიანი.

Print