"ნუ გაუშვებთ ბავშვს სკოლაში თუ მას სიცხე უფიქსირდება” - განათლების მინისტრის მოადგილე
“ყველამ ვიცით ვის რა გვაქვს გასაკეთებელი, ვიწყებთ სწავლას ყველაზე ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახში. სკოლები უსაფრთხოა და განათლების სისტემა მზად არის, 17 იანვარს სწავლის დასაწყებად, მარგამ ნუ გაუშვებთ ბავშვს სკოლაში თუ მას სიცხე უფიქსირდება” – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ახლადდანიშნულმა პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დღეს განაცხადა.

მახარაშვილი თვლის, რომ ყველაზე ბუნებრივი გარემო, სადაც უნდა მიმდინარეობდეს სწავლა, ეს არის საკლასო ოთახი და მიუხედავად მძიმე პანდემიური მდგომარეობისა, 2021-2022 წლის მეორე სემესტრში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება, თუმცა ისევ რჩება შესაძლებლობა, რომ მოსწავლეებმა და რისკჯგუფში მყოფმა მასწავლებლებმა დისტანციური სწავლების ფორმა აირჩიონ.

თამარ მახარაშვილმა სწავლის დაწყებამდე სკოლების ნაწილი დაათვალიერა და ამბობს, რომ ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება, რაც ნიშნავს იმას, რომ სკოლებში აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოა და განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტომ ყველა სკოლა უზრუნველყო შესაბამისი ატრიბუტიკით: სადეზინფექციო საშუალებები, დეზობარიერები, თერმოსკრინინგი…

როგორც მინისტრის ახალი პირველი მოადგილე ამბობს, მოხდა სკოლებში მომუშავე ექიმების გადამზადება და ახლა კოვიდვირუსზე ტესტირების ჩატარება მათაც შეუძლიათ როგორც მასწავლებლებისთვის, ისე სკოლის ყველა თანამშრომლისთვის.

მინისტრის ახლადდანიშნული მოადგილის ინფორმაციით, მასწავლებელთა 73%-ია ვაქცინირებული და აქედან კი სრულად, ანუ მინიმუმ ორჯერადად აცრილი – 94%. მასწავლებელმა, რომელიც აცრილი არ არის ან მხოლოდ ერთხელ აქვს ვაქცინაცია ჩატარებული, კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოს სწაფი ტესტი და ამის გაკეთება ზოგ შემთხვევაში სკოლაში მოუწევს და ზოგ შემთხვევაში – ჯანდაცვის ცენტრში. ვინც ორჯერადად აცრილია, ის მასწავლებელი პისიარ ტესტს ორ კვირაში ერთხელ ჩაიტარებს.

„რაც შეეხება ვირუსის გამოვლენას, უკვე აპრობირებული მეთოდია, რომ თუ მასწავლებელს გამოუვლინდა, ხდება სკოლს ინფორმირება და ადმინისტრაცია ახდენს იმ მასწავლებლისა და შესაბამისი კლასის ონლაინ სწავლებაზე გადაყვანას. თუ კლასში გამოვლინდა, ხდება კლასის გადასვლა ასევე ონლაინ რეჟიმზე“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

თამარ მახარაშვილმა მშობლის პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ზოგი მშობელი 37 გრადუსიანი სიცხით ბავშვს მაინც უშვებს სკოლაში, რის შემდეგაც ასეთი ბავშვი მაინც ვერ შედის სკოლაში, რაგდან ყველას უტარდება თერმოსკრინინგი, თუმცა შემთვევების გავრცელებისგან დაზღვეული მაინც არავინაა.

კიდევ ერთხელ ითქვა, რომ სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში სკოლებში ორი სივრცეა ბავშვებისთვის გამოყოფილი. შეიძლება ბავშვს მხოლოდ გარკვეული პერიოდით დაუფიქსირდეს სიცხე და ცოტა ხანში აღარც ჰქონეს. ის თავიდან პირველ სივრცეში შეჰყავთ. თუ გადამოწმების შემდეგ სიცხე ისევ დაფიქსირდა, ცალკე საიზოლაციო ოთახში გადაყჰავთ.



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ყველაზე ნაკლებს
განათლებაში ხარჯავს.
11:56 / 20.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ყველაზე ნაკლებს განათლებაში ხარჯავს.
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების
რესურსცენტრების უფროსების პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა,
15:18 / 08.04.2024
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების უფროსების პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა,
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო
სკოლების პედაგოგებისთვის ევროკავშირის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა
გაიმართა.
12:36 / 27.03.2024
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ევროკავშირის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ბორჯომის №3 საჯარო სკოლის
მოსწავლეების სამმა გუნდმა სამი მინი კომპანია შექმნა. სამივე მინი
კომპანიამ მიიღო გაყიდვების მოწმობა.
12:54 / 26.03.2024
ბორჯომის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეების სამმა გუნდმა სამი მინი კომპანია შექმნა. სამივე მინი კომპანიამ მიიღო გაყიდვების მოწმობა.
ქართული ენა მსოფლიოს ყველაზე რთულად
შესასწავლ ენებს შორის მოხვდა.
15:52 / 19.03.2024
ქართული ენა მსოფლიოს ყველაზე რთულად შესასწავლ ენებს შორის მოხვდა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.