ახალი ამბები
2023 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ე.წ. შავ სიაში კომპანიები დაახლოებით 425-ჯერ დაარეგისტრირა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ზოგიერთი კომპანია სხვადასხვა ტენდერის პირობის დარღვევის გამო ე.წ. შავ სიაში რამდენჯერმე შეიყვანა.

შავ სიაში დარეგისტრირების მიზეზად სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება, ან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით
არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა სახელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის მხოლოდ იანვარში ე.წ. შავ სიაში 16 კომპანია დარეგისტრირდა.

შავ სიაში შესული კომპანიები ახალ ტენდერებში მონაწილეობას ერთი წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ, იმ კომპანიების შემთხვევაში კი, რომელიც შავ სიაში რამდენჯერმე სხვადასხვა თარიღით დარეგისტრირდა, ათვლა უახლესი თარიღიდან დაიწყება.
Print