ახალი ამბები
საქართველოში 277 ადამიანს თვეში ნახევარ მილიონამდე აქვს ხელფასი, 12 500 ადამიანი კი - 100 ლარზე ნაკლებს იღებს
ორი დღის წინ, ფონ­დი „სა­ფა­რის“ დი­რექ­ტორ­მა ბაია პა­ტა­რა­ი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე რა­ი­სა ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 277 ადა­მი­ა­ნის თვი­უ­რი ხელ­ფა­სი ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

სტატ­სუსს მო­სახ­ლო­ე­ბის მხრი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა. მათ­მა ნა­წილ­მა ვერ და­ი­ჯე­რა, რომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი ამ­ხე­ლა თან­ხას აღ­წევს.

ვინ არი­ან ისი­ნი, რო­მელ სექ­ტორ­ში არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი და რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი, ამ კი­თხვე­ბით რა­ი­სა ლი­პარ­ტე­ლი­ანს მივ­მარ­თეთ
- რა­ი­სა, ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში 277 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის თვი­უ­რი ხელ­ფა­სიც, სა­შუ­ა­ლოდ, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რია?


- დიახ, ახლა გვაწ­ვდის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო მო­ნა­ცე­მებს, სა­დაც ასე­ვე გვაქვს გრა­და­ცია, რამ­დენ ადა­მი­ანს აქვს 100-500 ლა­რამ­დე ხელ­ფა­სი და მეტი. ამ კონ­ტი­გენ­ტში 277 ადა­მი­ა­ნის სა­ერ­თო სა­ხელ­ფა­სო ფონ­დია მი­თი­თე­ბუ­ლი, სა­შუ­ა­ლოს თუ გა­მო­ვიყ­ვანთ, გა­მო­დის, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლარი თვე­ში. მა­გა­ლი­თად, შარ­შან დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მი რომ ვნა­ხოთ, 493 ადა­მი­ა­ნია, ვი­საც თვე­ში 350 ათა­სი ლარი ჰქონ­და სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი. ამ ციფ­რებ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტის­ტი­კა ჩანს, ეს არის რე­ა­ლუ­რად იმის პა­სუ­ხი, რო­დე­საც ქვეყ­ნდე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ გვაქვს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა და სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი იმა­ტებს. რა­ტომ ვერ გრძნობს ამას ხალ­ხი და სი­ნამ­დვი­ლე­ში პა­სუ­ხი არის ეს.

გუ­შინ ბაია პა­ტა­რა­ი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა ამ თე­მა­ზე. ჩვენ ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე ვი­ყა­ვით და იქ ვი­სა­უბ­რე. თო­რემ იქამ­დე ქარ­დე­ბიც დავ­დეთ ჩვენს გვერ­დზე, ვცდი­ლობ­დით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მიგ­ვე­პყრო.

შარ­შან ოქ­ტომ­ბერ­ში მი­ნი­მა­ლურ სა­ხელ­ფა­სო სარ­გო­ზე შე­ვი­ტა­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა, სა­დაც ფი­ნან­სუ­რი გათ­ვლე­ბი გვაქვს. ჩვენ ვამ­ბობთ, რომ თუ არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­ფა­სო ფონ­დე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნად და თა­ნაბ­რად გა­ნა­წილ­დე­ბა, ეს მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბის გამო კერ­ძო ბიზ­ნეს­სა თუ სა­ჯა­რო სექ­ტორს არ მო­უ­წი­ოს და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბის გა­ღე­ბა.

- ვი­ცით, ვინ არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნამ­დე აქვთ ხელ­ფა­სი, რო­მელ სექ­ტო­რებ­ში არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი?

- ეს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფოს რა თქმა უნდა, ექ­ნე­ბა ეს მო­ნა­ცე­მე­ბი. ზო­გა­დად, კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტო­რი პი­რო­ბი­თია. რო­დე­საც სა­ჯა­როს ვახ­სე­ნებთ, ყვე­ლას წარ­მო­უდ­გე­ნია, რომ სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტსა და მთავ­რო­ბა­ზე. სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ბი­უ­ჯე­ტო უდი­დე­სი სეგ­მენ­ტია, მა­გა­ლი­თად რკი­ნიგ­ზა, ფოს­ტა, აქ დი­რექ­ტო­რებს და მე­ნე­ჯმენ­ტის ნა­წილს კო­ლო­სა­ლუ­რი ხელ­ფა­სე­ბი აქვთ. იგი­ვე ხდე­ბა აი­პებ­ში, სი­პებ­ში... იმის თქმა მინ­და, რომ არ ნიშ­ნავს იმას, რომ მარ­ტო კერ­ძო სექ­ტო­რის არის ეს მო­ნა­ცე­მე­ბი.

- შე­საძ­ლოა რო­მე­ლი­მე მსხვი­ლი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორს ჰქონ­დეს ეს ხელ­ფა­სი, უბ­რა­ლოდ, მან და­უ­ნიშ­ნოს სა­კუ­თა­რი თავს?

- არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი. იმი­ტომ რომ, რაც ცხა­დად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, ეს არ არის ბიზ­ნე­სის შე­მო­სა­ვა­ლი, ეს არის ფი­ზი­კუ­რი პი­რის შე­მო­სა­ვა­ლი და მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, აქ ხვდე­ბი­ან სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში.

- კო­ვი­დამ­დე ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ონ ლა­რამ­დე ხელ­ფა­სი მხო­ლოდ 88 ადა­მი­ანს ჰქონ­და, თუმ­ცა ეს ციფ­რი ახლა რამ­დე­ნი­მე­ჯერ გაზ­რდი­ლია. რე­ა­ლუ­რად გვეს­მის, რომ პან­დე­მი­ის შემ­დეგ ხალ­ხი გა­ღა­რიბ­და, და­ი­დეს ვა­ლე­ბი, და­კარ­გეს სამ­სა­ხუ­რე­ბი, და­ზა­რალ­და ბიზ­ნე­სი...


- ეს არის მთე­ლი პრობ­ლე­მა, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ გვაქვს სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კის მე­ქა­ნიზ­მი. ეს გახლვათ: სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კა, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი და ჩამ­კე­ტი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც არ მის­ცემს ბიზ­სნესს სა­შუ­ა­ლე­ბას, დამ­საქ­მე­ბელს ჰქონ­დეს 200 და 300-ჯერ მეტი ხელ­ფა­სი ვიდ­რე ქვე­და რგოლს. ყო­ველ­თვის, რო­დე­საც კრი­ზი­სე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა, რო­გორც კო­ვი­დის შემ­თხვე­ვა­ში, ეს კი­დევ უფრო აღ­რმა­ვებს უთა­ნას­წო­რო­ბას. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უთა­ნას­წო­რო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით ბოლო პო­ზი­ცი­ა­ზეა, ამი­ტომ არ არის გა­საკ­ვი­რი.

კო­ვი­დის შემ­დეგ მოხ­და ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბა. ზო­გა­დად, ჩვენ­თან სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი ყო­ველ თვე იმა­ტებს, რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო სექ­ტორ­ში, ახლა 1711 ლა­რია სა­შუ­ა­ლო. დიახ, იყო კო­ვი­დი, მაგ­რამ ვი­ცით, რომ მი­ლი­ო­ნო­ბით მო­გე­ბა მი­ი­ღო სა­ბან­კო, სა­ფი­ნან­სო და ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორ­მა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტო­რის­თვის მა­ინც და­წეს­და მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის ზღვა­რი, რაც დიდი სა­ოც­რე­ბა არ არის, მაგ­რამ სა­ა­თობ­რი­ვი ხელ­ფა­სი დად­გინ­და ექი­მე­ბის­თვის და ექთ­ნე­ბის­თვის. ამან მოგ­ვცა ის შე­დე­გი, რომ 18 ათას ადა­მი­ანს ამ სფე­რო­ში გა­ე­ზარ­დათ ხელ­ფა­სი. დიახ, შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც სა­წარ­მო­ე­ბი და­ი­კე­ტა, მაგ­რამ იყო სექ­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ამ პე­რი­ოდ­ში იხე­ი­რეს.

- მი­ნი­მა­ლურ ხელ­ფას­ზეც გკი­თხავთ, რამ­დე­ნია ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ზღვა­რი?

- ოფი­ცი­ა­ლუ­რად 1998 წელს ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მიერ მი­ღე­ბუ­ლი აქტი, რო­მე­ლიც მი­ნი­მა­ლურ ხელ­ფასს გან­სა­ზღვრავს და ეს არის 20 ლარი თვე­ში. რა თქმა უნდა, 20 ლა­რად თვე­ში ადა­მი­ა­ნე­ბი არ მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მებს თუ ჩავ­ხე­დავთ, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 12 500 ადა­მი­ანს ჰქონ­და 100 ლარი და უფრო ნაკ­ლე­ბი ხელ­ფა­სი. ეს და­რი­ცხულ თან­ხებ­ზეა სა­უ­ბა­რი. მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, მუ­სი­კის სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი, რო­მელ­თა მაქ­სი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი 100 ლა­რია, ისიც თუ ჰყავთ ლა­უ­რე­ა­ტი მოს­წავ­ლე­ე­ბი. მე პი­რა­დად ვიც­ნობ ადა­მი­ა­ნებს, ვინც იღებს თვე­ში 22 ლარს და 35 ლარს. მე­ო­რე პრობ­ლე­მა ის არის, რომ სულ ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი პე­და­გო­გი მხო­ლოდ 500-ია.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, კო­ვი­დამ­დე რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო, სა­დაც პე­და­გო­გებს შვი­ლებ­თან ერ­თად აჯილ­დო­ვებ­დნენ. აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა­ზე მცი­რე­წლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი ამ პრო­ფე­სი­ა­ში, 50 წლის ქალი იყო, რო­მელ­საც ჰყავ­და 12 წლის შვი­ლი. პრო­ფე­სია ბერ­დე­ბა... პე­და­გო­გებს ერთი ეგ აქვთ გა­მო­ნაკ­ლი­სი, რომ პენ­სი­აც შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ და ხელ­ფა­სიც.

მე­ო­რე მხრივ, იმა­ვე ხელ­ფა­სის სტან­დარ­ტი რომ ავი­ღოთ, ეს მიდ­გო­მა ახა­ლი­სებს ჩრდი­ლო­ვან ეკო­ნო­მი­კას. გე­ტყვით ეს რას გუ­ლის­ხმობს, რა თქმა უნდა, ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას უფრო მეტი ხელ­ფა­სი აქვთ და ნაკ­ლე­ბის დეკ­ლა­რი­რე­ბა ხდე­ბა. ეს რო­გორც დამ­საქ­მებ­ლის, ისე და­საქ­მე­ბუ­ლის ინ­ტე­რეს­შია, რომ ნაკ­ლე­ბი სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­ი­ხა­დოს. და­ნარ­ჩე­ნი ხდე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რად ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლია არა­ფორ­მა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის სის­ტე­მა. საქსტა­ტის ბოლო მო­ნა­ცე­მებს თუ შევ­ხე­დავთ, 29 პრო­ცენ­ტია, სა­დაც არ შე­დის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტო­რი.


წყარო: BPN
Print