ახალი ამბები
სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა - საქსტატი
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 6.8 პროცენტით განისაზღვრა.

როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმრო და რესტორნები.

მისივე თქმით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე უძრავი ქონების სექტორებში.



"როგორც მოგეხსენებათ 2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით საქონლის ექსპორტი გაზრდილია დაახლოებით, 13%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა 18%-ით.

2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით, 6100 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით, 14%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. კლება ძირითადად განპირობებულია კერძო უცხოური ინდ.მეწარმეების რეგისტრაციის შემცირებით.

3%-ით გაზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 12 მილიარდ 170 მილიონ ლარს გადააჭარბა.

რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში - მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, ასევე სპეციალიზებულ სამშენებლო სამუშაოებთან და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან. აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით, 9% სამშენებლო მასალების იმპორტი და 13%-იანი ზრდა დაფიქსირდა ცემენტის იმპორტის მიმართულებით.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა საფინანსო და სადაზღვევო სექტორში, რომლის გამომწვევ ძირითად მიზეზად გვევლინება კომერციული ბანკების როგორც საპროცენტო, ასევე არასაპროცენტო შემოსავლების ზრდა.

ვაჭრობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ავტომობილებით ვაჭრობის გაფართოებასთან. დაახლოებით, 97%-ით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი ძირითადად ყირგიზეთის და ყაზახეთის მიმართულებით, თუმცა ასევე გაზრდილია საკვები პროდუქტებით, სასმელით და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის მოცულობაც.

სასტუმროების და რესტორნების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ტურიზმთან. 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა დაახლოებით 2 მილიონ 300 ათასი საერთაშორისო ვიზიტი, რაც 21%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს.

რამდენიმე სექტორში ზრდის მიუხედავად კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ დამამუშავებელი მრეწველობა, სადაც კლების გამომწვევ ძირითად მიზეზად გვევლინება მეტალურგიული მრეწველობა. კერძოდ, თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოების მოცულობების შემცირება. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 28-29%-ით არის შემცირებული ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი ძირითადად, რუსეთის და ამერიკის მიმართულებით.

ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში კლებას განაპირობებს დასაწყობების და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობის მომსახურების მოცულობის შემცირება, ხოლო რაც შეეხება უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორს - აქ კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საკუთარი ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გაქირავებასთან და მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან",
- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ
სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
07:12 / 03.05.2024
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან
შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს
იყენებს.
22:54 / 30.04.2024
თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს იყენებს.
გარემოს ეროვნული სააგენტო
„ჭიაკოკონობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეებს
აფრთხილებს.
13:25 / 30.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო „ჭიაკოკონობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით,
2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.
12:41 / 30.04.2024
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით
მოქალაქეების ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო. სააღდგომო სუფრის ძირითადი
ატრიბუტები: პასკა, კვერცხი და ჯეჯილი მარკეტებსა და ბაზრებში დიდი
ხანია გამოჩნდა.
10:30 / 30.04.2024
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეების ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო. სააღდგომო სუფრის ძირითადი ატრიბუტები: პასკა, კვერცხი და ჯეჯილი მარკეტებსა და ბაზრებში დიდი ხანია გამოჩნდა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.