ახალი ამბები
რა სხვაობაა მაღალ, საშუალო და დაბალ რისკიან პორტფელებს შორის - სად დავაგროვებთ საპენსიო დანაზოგს
იცოდით, რომ 7 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე, შეგიძლიათ მიმართოთ იუსტიციის სახლს ან საპენსიო სააგენტოს, ან ონლაინ ფორმატში შეძლოთ თქვენი საპენსიო დანაზოგის სასურველ პორტფელში გადანაწილება?

თუ საკუთარი გადაწყვეტილებით არ გადაანაწილებთ დანაზოგს, ამ შემთხვევაში თქვენი საპენსიო დანაზოგი იმ პორტფელში გადანაწილდება, რომელიც თქვენი ასაკის მიხედვითაა გათვალისწინებული.

საუბარია მაღალ, საშუალო და დაბალ რისკიან პორტფელებზე. ცვლილება, რომელიც ხვალიდან, 7 აგვისტოდან ამოქმედდება, ყველას გვეხება.

რა სხვაობაა მაღალ, საშუალო და დაბალ რისკიან პორტფელებს შორის, სად და რა რისკების ფონზე დავაგროვებთ ჩვენს საპენსიო დანაზოგს და რა უნდა ვიცოდეთ სიახლის შესახებ - ამ თემაზე "კვირის ამბების" შეკითხვებს უპასუხა საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ.

Print