როდის დამთავრდება ახალდაბაში გზის
რეაბილიტაცია, ეს კითხვა თითქმის ყველა მძღოლს აწუხებს.ტენდერში გამარჯვებული კომპანია
გვპირდება რომ სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულდეს. ინფრასტრუქტურულ
პროექტს 2 წლიანი საგარანტიო პერიოდი ექნება. საავტომობილო გზების
დეპარტამენტის დაკვეთით , ტენდერში გამარჯვებული კომპანია ერტედე
მუშაობს. პროექტის მიხედვით, კომპანიამ სამანქანო გზა, ფეხით სავალი
ნაწილი და სანიაღვრე არხები უნდა მოაწესრიგოს, რაშიც სახელმწიფო
ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი იხარჯება.