ახალი ამბები
კომპანია, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანზე ინსპექტირების 5 ანგარიში მოამზადა, შავ სიაშია
ვაკის პარკის შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2021 წლის ნოემბრიდან 22 წლის სექტემბრამდე 6 ინსპექტირების ანგარიში არსებობს - მათგან 5 "სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს" ეკუთვნის. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს. 2016 წელს რეგისტირებული კომპანია 2022 წლის აპრილში სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შავ სიაშია შეყვანილი, ტენდერის მოსაგებად ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო.


სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 420 000 ლარის ღირებულების ტენდერში 2022 წლის თებერვალში ექსპერტად წარადგინა ადამიანი, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. ბორჯომის მუნიციპალიტეტი ამ შესყიდვით ეძებდა კომპანიას, რომელიც ინფრასრუქტურული სამუშაოების ზედამხედველობა უნდა გაეწია. ის გარემოება, რომ ტენდერში მონაწილე კომპანია სახელმწიფოს გარდაცვლილი ექსპერტით სთავაზობდა მომსახურებას, ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და შესყიდვების სააგენტოსთვის ცნობილი გახდა სამსენებლო ექსპერტიზის ბიუროს კონკურენტი კომპანიის საჩივრით.



კომპანიის ხელმძღვანელმა, ზურაბ ამირანაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს შავ სიაში შეყვანა არ გამხდარა იმის მიზეზი, რომ ვაკის პარკის შადრევანზე ბოლო, 29 აგვისტოთი დათარიღებული ინსპექტირების ანგარიში სხვა კომპანიამ, მშენ ექსპერტმა შეასრულა.

“ეგ რა შუაშია” - გვითხრა მან, როცა ვკითხეთ 2022 წლის თებერვალში შავ სიაში მოხვედრა იყო თუ არა მათი ჩანაცვლების მიზეზი და განგვიმარტა, რომ ხელშეკრულებას მათთან საექსპერტო მომსახურებაზე არა მერია, არამედ მერიის კონტრაქტორი კომპანია, “გრინსერვის+”-ი აფორმებდა ყოველი ინსპექტირებისთვის ცალ-ცალკე.

“ეგ გრინსერვისთან უნდა გაარკვიოთ [რატომ აღარ გააფორმა სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროსთან ხელშეკრულება]” - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ამირანაშვილმა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემის შავ სიაში კომპანია ერთი წლის ვადით ხვდება - ამ დროის გასვლის შემდეგ მას კვლავ შეუძლია სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა.



ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციის სამუშაოების შემოწმებაში ჩართული იყო სამი ორგანიზაცია: თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია, სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო და მშენ ექსპერტი. ამ უკანასკნელს ეკუთვნის ბოლო, 29 აგვისტოთი დათარიღებული ინსპექტირების ანგარიში, 533 გვერდიანი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მერიამ მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა გრინსერვისთან და შესრულებული სამუშაოები გადაიბარა.

13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, გარდაიცვალა.



შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.


წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე
განცხადება/შეტყობინებიდან,
12:52 / 19.05.2024
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე განცხადება/შეტყობინებიდან,
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.
10:42 / 19.05.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო
დაადო.
17:16 / 18.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.
19 მაისს, 17:00 საათზე,
ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
16:55 / 18.05.2024
19 მაისს, 17:00 საათზე, ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას,
თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
15:21 / 18.05.2024
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.