ეკონომიკა
მინისტრთა კაბინეტმა 2023 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე იმსჯელეს
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა 2023 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე იმსჯელეს. მომავალ წელს ხელისუფლება ეკონომიკის 5%-იან ზრდას ელის, წელს კი - 8.5%-იან ზრდას. აღსანიშნია, რომ საქსტატის წინასაწარი შეფასებით, რვა თქვეში საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა.

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2023 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 770 მლნ ლარით გაიზრდება, რომლის ყველაზე დიდი ნაწილი პენსიების ზრდას მოიცავს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 65 ლარით და განისაზღვრება 365 ლარის ოდენობით, ამავე ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იმის გათვალისწინებით, რომ 20%-იანი დანამატი არსებობს, 438 ლარს შეადგენს.
70 წლამდე პენსიონერთა პენსია 35 ლარით იზრდება და 295 ლარს შეადგენს, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში 20%-იანი დანამატის გათვალისწინებით 354 ლარი იქნება“, - განაცხადა მინისტრმა


ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, 2023 წლიდან საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მანდატურთა ხელფასი 125 ლარით გაიზრდება. ასევე გაიზრდება
ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება 770 მილიონი ლარით. 
რაც შეეხება საჯარო სექტორს, წელს, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება.


Print