ახალი ამბები
"ბაზების განახლება მიმდინარეობდა, ტექნიკური სამუშაოები დასრულდა" - საპენსიო სააგენტო
საპენსიო სააგენტოში განმარტეს, რომ აპლიკაციაში საპენსიო თანხაზე ჩანაწერი ბაზების განახლების გამო წაიშალა. სააგენტოში ამბობენ, რომ ეს ტექნიკური პროცედურაა და ბაზების ასეთი განახლება 3-4 თვეში ერთხელ ტარდება, რაც უკვე დასრულდა.

"მიმდინარეობს საპენსიო სააგენტოს ინფრასტრუქტურის განახლება, რაც მნიშვნელოვანია მონაცემთა დამუშავებისას შესაბამისი დაცვისა და წარმადობის უზრუნველყოფისათვის. სამუშაოები უმოკლეს ვადაში დასრულდება და სერვისების მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში", - განაცხადა სააგენტოს ტექნოლოგიების მთავარმა ოფიცერმა ნიკოლოზ გაგნიძემ.


დღეს, 29 აგვისტოს მოქალაქეებმა ფეისბუქზე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ საბანკო აპლიკაციაში საპენსიო დანაზოგის ჩანაწერი გაქრა.

საქართველოში დაგროვებით საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. რეგულაციის მიხედვით, ამ სქემაში მონაწილეობის ვალდებულება საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს, რომლის ასაკიც 40 წელს კანონის ძალაში შესვლის დროს 40 წელს ქვემოთ იყო. დასაქმებული ყოველთვიურად 6 პროცენტს აგროვებს, საიდანაც ორ-ორ პროცენტს სახელმწიფო, დამსაქმებული და დასაქმებული ინაწილებენ.


წყარო: რადიო თავისუფლება
Print