ეკონომიკა
საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი გაიზარდა
მსუბუქი ავტომობილებს რეექსპორტი
კვლავ იზრდება. ექსპორტის მაჩვენებელი მიმდინარე წლის ივლისში, გასული
წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.4-ჯერ გაიზარდა. თუ 2021 წლის
ივლისში ქვეყნიდან 42,9 მლნ აშშ დოლარის 5,946 ერთეული ავტომობილი
გავიდა, მიმდინარე წელს 101,4 მლნ აშშ დოლარის 9,172 ერთეული მსუბუქი
ავტომობილი გაიყიდა.
მონაცემები გაზრდილია პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებითაც, როცა
საქართველოდან 60,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი
ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა.
გთავაზობთ 10 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც საქართველომ ივლისში ყველაზე
მეტი ავტომობილი გადაყიდა:
აზერბაიჯანი - 30.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2,652
ერთეული
სომხეთი - 18 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1,449 ერთეული
უკრაინა - 28.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2,815 ერთეული
რუსეთი - 8.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 580 ერთეული
ყაზახეთი - 4.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 486 ერთეული
ყირგიზეთი - 4.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 773 ერთეული
ბელგია - 1.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 55 ერთეული
ბელარუსი - 1.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 44 ერთეული
ტაჯიკეთი - 1.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 224 ერთეული
გერმანია - 870 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 14
ერთეული
აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში საქართველოდან 370.8 მლნ აშშ
დოლარის ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა და სასაქონლო ჯგუფებს
შორის 12%-ით მეორე ადგილი დაიკავა.
interpressnews.ge
გააზიარეთ :