ეკონომიკა
ივლისში ვიზიტორების 19,3% რუსეთიდან შემოვიდა - საქსტატი
2022 წლის II კვარტალში საქართველოს
ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1,049 ათასი
შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 198.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური
პერიოდის მაჩვენებელზე - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
უწყებისვე ცნობით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი - 47.0% 31-50 წლის
მოგზაურების მიერ განხორციელდა.
2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (52.0%) დასვენების,
გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა.
რაც შეეხება ვიზიტორების განაწილებას ქვეყნების მიხედვით, II
კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 147.7 ათასი, რუსეთის
ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს
შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე -
სომხეთი 12.1%-იანი წილით.
interpressnews.ge
გააზიარეთ :