ეკონომიკა
რა დაგიჯდებათ ერთი კვირით დასვენება საქართველოსა და თურქეთის ზღვისპირა სასტუმროებში
ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. შავიზღვისპირეთის ქართულ კურორტებზე მოთხოვნა განსაკუთრებით აგვისტოში იზრდება.

რა ღირს საქართველოს ზღვისპირა კურორტებზე მდებარე ძვირადღირებულ სასტუმროებში 1 კვირის გატარება და როგორია ფასები თურქულ კურორტებზე მდებარე საუკეთესო სასტუმროებთან შედარებით.

PARAGRAPH RESORT - სასტუმრო „პარაგრაფი“ შეკვეთილში 2017 წელს გაიხსნა. როგორც სხვა სასტუმროებში, აქაც ფასები სეზონების მიხედვით განსხვავდება. ამჟამად, Booking.com-ის თანახმად, აგვსტოში ნომრის ფასი ორ ადამიანზე, რომლებსაც 1 კვირით სურთ დასვენება, 8,810 ლარიდან იწყება და 12,360 ლარამდეც ადის.

GEORGIAN PALACE HOTEL - Georgian palace-ი აჭარაში, კერძოდ, ქობულეთში მდებარეობს და საქართველოს სასტუმროებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. ნომრის ფასი აგვისტოში ამ სასტუმროშიც გაზრდილია. Booking.com-ის მიხედვით, მიმდინარე თვეში ორ ადამიანზე სტანდარტული ნომრის ფასი 5,198 ლარია. ფასში საუზმე არ შედის. იმავე ოთახის ფასი საუზმით, სადილითა და ვახშმით 8,348 ლარს შეადგენს.

SHERATON - ბათუმში მდებარე Sheraton Palace-ში სტუმრებს აგვისტოში ერთი კვირის გატარება მინიმუმ 5,950 ლარი, მაქსიმუმ კი 10,305 ლარი დაუჯდებათ. ფასები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ოთახებს აირჩევენ, სურთ თუ არა საუზმე, სადილი და ა.შ.

HILTON - „ჰილტონი“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც ბათუმში მდებარეობს და 99 ნომერს მოიცავს. აღნიშნულ სასტუმროშიც დასვენება სეზონების მიხედვით განსხვავდება - ზაფხულში ძვირია, ზამთარში კი შედარებით იაფი. მაგალითად, აგვისტოს შუა რიცხვებში ორ ადამიანს „ჰილტონში“ 1 კვირით, სტანდარტულ ნომერში დასვენება, მინიმუმ 7,244 ლარი დაუჯდება, მაქსიმუმ კი 15,586 ლარი.

COLOSSEUM MARINA HOTEL - Colosseum Marina Hotel-ი ბათუმში მდებარეობს. Booking.com-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, აგვისტოს შუა რიცხვებში 2 ადამიანის 1 კვირით დასვენების ფასი 3,080 ლარიდან იწყება და 4,340 ლარამდე ადის. სასტუმრო ყველაზე მეტ სტუმარს ზაფხულში იღებს, შესაბამისად, ფასებიც დამსვენებლებისა და მომსახურების მიხედვით იზრდება.

რაც შეეხება თურქეთს, სტამბულსა და ანტალიაში მდებარე სასტუმროებში ფასები შემდეგნაირია:

RADISSON ISTANBUL – 1 კვირით დასვენების ფასი ამ სასტუმროში 5,390 ლარიდან იწყება და 8,510 ლარს აღწევს.

HILTON ISTANBUL BOSPHORUS – ორი ადამიანს ერთი კვირით დასვენება სტამბოლის Hilton-ში მინიმუმ 5,472 ლარი დაუჯდება. ფასები ხედების და ოთახების მიხედვით იმატებს და მაქსიმალური ფასი, რაც Booking.com-ზეა განთავსებული, 80,000 ლარსაც კი აჭარბებს.

RIXOS PERA - ამ სასტუმროში ორი ადამიანის ერთი კვირით დასვენების ფასი 4,752 ლარიდან იწყება. მაქსიმალური ფასი 8,385 ლარს შეადგენს.
HOTEL SU ANTALYA – ეს სასტუმრო 4 სექტემბრამდე მომხმარებლებს ფასდაკლებას სთავაზობს. შესაბამისად, ფასდაკლებული ფასები 3,726 ლარიდან იწყება და 7,027 ლარს აღწევს.

AKRA HOTEL ANTALYA - ფასდაკლება ამ სასტუმროშიცაა. მინიმალური ფასი, რომლის გადახდაც ორ ადამიანს ერთი კვირით დასვენებისთვის მოუწევს, 5,401 ლარს შეადგენს, თუმცა მაქსიმალური 32,000-სსაც კი აღწევს.


მხოლოდ ამ მონაცემებით საერთო სურათის დანახვა რთულია და რა თქმა უნდა, ფასები ორი ქვეყნის სასტუმროებს შორის ბევრი ფაქტორის მიხედვით განსხვავდება, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ: თუ დასვენება ზღვაზე გსურთ და თან სხვა ქვეყნის ნახვაც გინდათ, თურქეთის ბევრ ტოპ სასტუმროში ეს ქართულ ტოპ სასტუმროებზე იაფად გამოგივათ.

interpressnews.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
იანვარი-მარტის პერიოდში
ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 77,045
საერთაშორისო ვიზიტი შედგა - ზრდა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით
+44.4%-ია (+23,677 ვიზიტი),- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
11:00 / 22.04.2024
იანვარი-მარტის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 77,045 საერთაშორისო ვიზიტი შედგა - ზრდა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით +44.4%-ია (+23,677 ვიზიტი),- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
თანამედროვე ფინანსურ სამყაროში
ოფშორი წარმოადგენს მდიდარი მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის ერთგვარ
თავშესაფარს,
05:40 / 21.04.2024
თანამედროვე ფინანსურ სამყაროში ოფშორი წარმოადგენს მდიდარი მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის ერთგვარ თავშესაფარს,
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.6711 ლარი გახდა.
16:08 / 19.04.2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6711 ლარი გახდა.
2024 წლია იანვარ-მარტში
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა,
ექსპორტი კი 7.8%-ით გაიზარდა.
12:07 / 19.04.2024
2024 წლია იანვარ-მარტში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 7.8%-ით გაიზარდა.
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე
12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6699 ლარად ივაჭრება.
11:39 / 18.04.2024
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6699 ლარად ივაჭრება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.