ახალი ამბები
ბორჯომის პარკი-სადგერის გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
ბორჯომის პარკი-ტბა-ცემის საავტომობილო გზაზე 6.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.



საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება ქ. ბორჯომის ცენტრალური პარკის შესასვლელიდან და სრულდება სოფელ სადგერის ტერიტორიაზე. აღნიშნული მონაკვეთი საკურორტო ზონაში გადის და ამ თვალსაზრისით საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მეტად მნიშვნელოვანია.




პროექტის შესაბამისად ხორციელდება, საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთება და ახლების მოწყობა, გზის სავალი ნაწილის გაგანიერება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების მოწყობა.




პროექტი, სახელმიწფო ბიუჯეტიდან 3.4 მლნ. ლარით ფინანსდება და სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.
Print