ეკონომიკა
რამდენია საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასი სამცხე-ჯავახეთში
2022 წლის 1-ელ კვარტალში
საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.1 პროცენტით ანუ 190.3 ლარით
გაიზარდა და 1 446.5 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში
ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი. კერძოდ, „საქსტატის“
მონაცემებით, რეგიონების მიხედვით ხელფასების გადანაწილება
შემდეგნაირია:
თბილისი - 1 675 ლარი;
მცხეთა-მთიანეთი - 1 319.3 ლარი;
ქვემო ქართლი - 1 231.3 ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 1 170.6 ლარი;
იმერეთი - 1 050.7 ლარი;
სამცხე-ჯავახეთი - 1 007.9 ლარი;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 985.9 ლარი;
კახეთი - 969.2 ლარი;
შიდა ქართლი - 959.5 ლარი;
გურია - 898.1 ლარი;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 771.9 ლარი.
წყარო:interpressnews.ge
გააზიარეთ :