ეკონომიკა
კარტოფილის ექსპორტი 177%-ით გაიზარდა, იმპორტი 63.3%-ით შემცირდა
მართალია, საქართველოსთან შედარებით მეზობელი ქვეყნები უფრო მეტ კარტოფილს აწარმოებენ, თუმცა ჩვენგან აღნიშნულ ქვეყნებში ამ პროდუქტის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის მონაცემებით, საქართველომ 2022 წლის 4 თვეში 15,291 ტონა ახალი ან შეყინული კარტოფილი გაიტანა ექსპორტზე, რაც წინა წლის 4 თვის მაჩვენებელზე, 5,518 ტონაზე, 177%-ით მეტია. კარტოფილის ექსპორტით წელს ქვეყანამ 2.9 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1.4 მილიონი.

ქვეყნის მთავარი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანი და რუსეთია. აზერბაიჯანში ქვეყანამ 1.3 მილიონ დოლარად 10,974 ტონა კარტოფილი გაიტანა, რაც მთლიანი ექსპორტის 72%-ია, რუსეთში კი 1.5 მილიონად 3,568 ტონა კარტოფილი გავიდა - მთლიანი მოცულობის 23%. დანარჩენი 5% საქართველომ უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთსა და ესტონეთში გაყიდა.

რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის 4 თვეში საქართველომ 2,298 ტონა კარტოფილი შემოიტანა ქვეყნის გარედან, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 6,259 ტონაზე, 63.3%-ით ნაკლებია. წელს იმპორტირებულ პროდუქციაში ქვეყანამ 1.36 მილიონი დოლარი გადაიხადა, 2021 წლის 4 თვეში კი 1.3 მილიონი.

ქვეყნის მთავარი იმპორტიორები თურქეთი, გერმანია და ნიდერლანდები არიან. თურქეთიდან წელს 218 ათას დოლარად 1,005 ტონა კარტოფილი შემოვიდა (მთლიანი იმპორტი 43.8%), გერმანიიდან 830 ათას დოლარად 879 ტონა (იმპორტის 38.2%), ნიდერლანდებიდან კი 256 ათას დოლარად 303 ტონა (იმპორტის 13.2%). დანარჩენი 4.8% ქვეყანამ ირანისგან, საფრანგეთისგან, აზერბაიჯანისგან და სომხეთისგან იყიდა.

ცნობისთვის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ბოლო, 2020 სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველო კარტოფილის მწარმოებელ 140 ქვეყანას შორის, 208,600 ტონით, 92-ე ადგილზეა და ყველა მეზობელი ქვეყანა უსწრებს.

FAOSTAT-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ყველა მეზობელი ქვეყანა უსწრებს. სომხეთი, 437,226 ტონა წარმოებით, 71-ე ადგილზეა, ხოლო აზერბაიჯანი კიდევ უფრო წინაა და 1,036,637 ტონით 45-ე ადგილს იკავებს. თურქეთი კარტოფილის წარმოებით პირველ 20-ეულში შედის და მე-16 ადგილზეა. 2020 წელს მან 5,200,000 ტონა კარტოფილი მოიყვანა. რაც შეეხება რუსეთს, ის ტრადიციულად კარტოფილის უმსხვილეს მწარმოებელთა შორის რჩება და 19,607,361 ტონა მოცულობით მე-4 ადგილზეა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით
მოქალაქეების ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო. სააღდგომო სუფრის ძირითადი
ატრიბუტები: პასკა, კვერცხი და ჯეჯილი მარკეტებსა და ბაზრებში დიდი
ხანია გამოჩნდა.
10:30 / 30.04.2024
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეების ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო. სააღდგომო სუფრის ძირითადი ატრიბუტები: პასკა, კვერცხი და ჯეჯილი მარკეტებსა და ბაზრებში დიდი ხანია გამოჩნდა.
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე
12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6800 ლარად ივაჭრება.
12:11 / 29.04.2024
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6800 ლარად ივაჭრება.
იანვარი-მარტის პერიოდში
ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 77,045
საერთაშორისო ვიზიტი შედგა - ზრდა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით
+44.4%-ია (+23,677 ვიზიტი),- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
11:00 / 22.04.2024
იანვარი-მარტის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 77,045 საერთაშორისო ვიზიტი შედგა - ზრდა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით +44.4%-ია (+23,677 ვიზიტი),- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
თანამედროვე ფინანსურ სამყაროში
ოფშორი წარმოადგენს მდიდარი მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის ერთგვარ
თავშესაფარს,
05:40 / 21.04.2024
თანამედროვე ფინანსურ სამყაროში ოფშორი წარმოადგენს მდიდარი მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის ერთგვარ თავშესაფარს,
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.6711 ლარი გახდა.
16:08 / 19.04.2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6711 ლარი გახდა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.