ეკონომიკა
უცხოეთიდან გამოგზავნილ ამანათებზე ახალი გადასახადები ამოქმედდება
14 მაისს ძალაში შევა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში („შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“) შესული ცვლილებები. დოკუმენტის თანახმად , საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმებისთვის იმპორტის გადასახადის გარდა, შემდეგი საფასურის გადახდა იქნება საჭირო:

300 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარის ღირებულების საქონელზე - 20 ლარი;
3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარის ღირებულების საქონელზე - 100 ლარი;
10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე - 300 ლარი.


საქართველოს მთავრობის დადგენილება №201-ში შესული ცვლილებები.

ცვლილებების ამოქმედებამდე კი თუ საფოსტო გზავნილის ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, მომსახურების გადახდა საჭირო არ არის.

საფოსტო გზავნილის შემთხვევაში იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია 300 ლარამდე ღირებულების (30 კგ-მდე საერთო წონის) საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.


Print