ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალდაბასთან, ბორჯომი-ხაშურის ცენტრალურ მაგისტრალზე.
პირველადი ინფორმაციით, კატასტროფის ცენტრის მანქანა სავარაუდოდ, ჯერ პოლიციის ავტომობილს, შემდეგ კი ტრაილერს დაეჯახა. დაზიანებულია კატასტროფის ცენტრის მანქანა. პოლიციის ავტომობილს კი მინიმალური დაზიანება აქვს. რა მდგომარეობაშია ტრაილერი - უცნობია.