ახალი ამბები
სტრასბურგში, ექვსი თვის განმავლობაში, ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს

სტრასბურგში, დღეიდან ექვსი თვის განმავლობაში, ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს. აღნიშნული ჟესტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას ეძღვნება.

სპეციალური ტრამვაით, რომელზეც ქართული ანბანი და ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგო არის დატანილი, თავმჯდომარეობის ოფიციალურად გადაბარებამდე, დღეს ევროპის საბჭოს სასამართლო შენობიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები იმგზავრებენ.

შემდეგ კი, სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის, დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სტრასბურგის მერიის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და ევროპის საბჭოში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მონაწილეობით.

ცერემონიის ფარგლებში გაიჭრება სიმბოლური ლენტი და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

საქართველოს საფრანგეთის მხრიდან დღეს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები გადაეცემა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს, სიმბოლურ გასაღებს საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი – ამელი დე მონშალენი გადასცემს.

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება.

ამასთან, საქართველო სტრასბურგის საშობაო ბაზრობაში მონაწილეობს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე ქართული კოტეჯი გაიხსნა.





Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბოლო დღეების განმავლობაში ლარი,
დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება.
09:31 / 18.05.2024
ბოლო დღეების განმავლობაში ლარი, დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“
ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
11:08 / 15.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“ ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის(PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა დაგმო საქართველოში
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე,
10:45 / 15.05.2024
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა დაგმო საქართველოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე,
უცნობმა პირებმა ახალციხეში,
„დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელის და სამოქალაქო
09:33 / 15.05.2024
უცნობმა პირებმა ახალციხეში, „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელის და სამოქალაქო
თბილისში, პარლამენტის შენობასთან
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციის წინააღმდეგ
მოქმედება პოლიციამ 13 მაისს,
06:32 / 13.05.2024
თბილისში, პარლამენტის შენობასთან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციის წინააღმდეგ მოქმედება პოლიციამ 13 მაისს,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.