ერთი დღე ინტერნეტის გარეშე - მოსწავლეების ინიციატივა ბორჯომში
17:05 / 25.10.2019
"ერთი დღე ინტერნეტის გარეშე" - აღნიშნული ინიციატივა ბორჯომის #3
საჯარო სკოლას ეკუთვნის. მე-6 კლასის მოსწავლეებმა ერთი დღით
გადაწყვიტეს ინტერნეტის გარეშე დაკავებულიყვნენ და ბუნებაში
პედაგოგთან ერთად გავიდნენ.
ბავშვებმა გააცოცხლეს ის ძველი თამაშები, რომლითაც უფროსი ასაკის
ადამიანები წლების წინ იყვნენ დაკავებულები და მათ ამის შესახებ
ინფორმაციაც არ ჰქონდათ.
სკოლის პედაგოგის და მოსწავლეების ინიციატივას არ ჰქონდა ერთჯერადი
სახე, მათი თქმით "ცხოვრება ინტერნეტის გარეშე" მომავალშიც
გაგრძელდება.