ახალი ამბები
ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს
სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს. პატრიარქი ამერიკაში მცხოვრებ ქართველებისადმი წერილში აღნიშნავს, რომ გაჭირდა სიმართლის გზაზე სვლა, მაგრამ არ უნდა შეუშინდნენ განსაცდელს და მთავარია, სწორი პასუხი გასცენ გამოწვევებს. „გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ. თქვენ, ისევე როგორც გაჭირვების, ან სხვა მიზეზის გამო საზღვარგარეთ წასული სხვა თანამემაულენი, ჩვენი ტკივილი ხართ, და, ამასთან, იმედიც იმისა, რომ მატერიალური პრობლემის დაძლევის გარდა, შეძლებთ უმთავრესს, ღვთის სიყვარულისა და ქართული სულის შენარჩუნებას.

ტაძრები, საკვირაო სკოლები და შემოქმედებითი ცენტრები, რაც დღეს ამერიკაში საქართველოს ეკლესიის სახელით ფუნქციონირებს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ჩვენ ვმადლობთ აქ მოღვაწე ადამიანებს.

პირველ რიგში, მადლობას ვუხდით მეუფე საბა (ინწკირველს), ასევე, სასულიერო პირებს და, საერთოდ ყველას, ვინც კი დღიდან საქართველოს ეკლესიის აქ დაარსებისა, იშრომა და იმუშაკა ღვთისა და მოყვასის სამსახურად.

მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას და იმ პიროვნებებს, ვინც უსამშობლოდ ყოფნა შეგიმსუბუქათ და თანადგომა გაგიწიათ.

დღეს რთული დროა, გაჭირდა სიმართლის გზაზე სვლა, მაგრამ არ შეუშინდეთ განსაცდელს; მთავარია, სწორი პასუხი გასცეთ გამოწვევებს. თქვენ ხართ სახე ჩვენი ქვეყნისა. ამიტომაც, თქვენი კარგი, თუ ცუდი ქმედება საქართველოს სახელზე ახდენს გავლენას.

არა აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზე ხარ, ან რა მოვალეობა გაკისრიათ; ვისურვებდი თქვენი ღირსეული ცხოვრებით ყოფილიყავით სამშობლოს წარმომჩენნი და დამფასებელნი.

შევთხოვ ყოვლადწმინდა სამებას, მოგანიჭოთ თავისი მადლი, დალოცოს თქვენი ოჯახები და მშვიდობით და სიხარულით აღგავსოთ.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ჩვენი დიდი დედა იყოს თქვენი მეოხი და შემწე და საქართველოსკენ გზის გამკვლევი, რათა თქვენი ცოდნა და მიღებული გამოცდილება სამშობლოსაც მოახმაროთ“ - აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ცვლილებებია ბორჯომის 2024 წლის
ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში, 25-დან 11 პროგრამაში
სიახლეა.
14:31 / 19.04.2024
ცვლილებებია ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში, 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს
ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების
(PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო
დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის
განპირობებული.
13:02 / 18.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ
კანონს“ მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო გზა.
20:32 / 17.04.2024
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო გზა.
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად
ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი
მეტი’’-ს მიერ.
16:14 / 16.04.2024
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი მეტი’’-ს მიერ.
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების
დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
09:52 / 16.04.2024
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.