ახალი ამბები
საქართველოში ნატოს დღეები 2019 დაიწყო
3 ოქტომბრიდან საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ნატოს დღეები ოფიციალურად დაიწყება და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ტარდება და მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

ნატოს დღეების მნიშვნელობისა და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა ისაუბრეს.

„წლევანდელი ნატოს დღეები, გამოირჩევა განსაკუთრებული მასშტაბურობით. მის ფარგლებში თბილისში და საქართველოს რეგიონებში დაგეგმილია 70-მდე ღონისძიების ჩატარება. საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე. ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და სხვა“, - აღნიშნა თამარა წულეისკირმა ჟურნალისტებთან.

„ნატო მსგავს ღონისძიებებს ატარებს სხვა პარტნიორ ქვეყნებშიც, მაგრამ აღსანიშნავია, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ასე ხანგრძლივად და მასშტაბურად მიმდინარეობს ნატოს დღეები. მოხარული ვარ, რომ ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად ვართ ჩართული, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ყველა ვხედავთ, წლების განმავლობაში როგორ გაიზარდა და გაფართოვდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა. აღნიშნული ღონისძიებებით გვინდა მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ მიმართულებით არსებული შედეგების შესახებ,“ - განაცხადა როზარია პუგლისმა ჟურნალისტებთან.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
3 მაისი პრესის თავისუფლების
საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
14:31 / 03.05.2024
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
14:21 / 03.05.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები
სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში ადასტურებენ.
11:32 / 03.05.2024
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ
სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
07:12 / 03.05.2024
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან
შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს
იყენებს.
22:54 / 30.04.2024
თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს იყენებს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.