ახალი ამბები
NDI-ს გამოკითხული ამომრჩევლების 45%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას
კითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული ქართველი ამომრჩევლის 45% ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს.

რესპონდენტთა 19%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ქართული ოცნება" დგას.
გამოკითხული მოსახლეობის 9 % პასუხობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", 6 %-მა პასუხი არ იცის, 4 %-მა უარი თქვა პასუხზე, 4 % - "პატრიოტთა ალიანსი", ასევე 4 % - "ევროპული საქართველო", 9 %-მა აირჩია კატეგორია „სხვა“.

გამოკითხულთა 26 %-ს არ აქვს მეორე არჩევანი.

კვლევა 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 2131 პირი. ცდომილების ზღვარი +-1,7 პროცენტია. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ.
Print