ახალი ამბები
ცვლილებები მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში
მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს ის ქუჩები და მარშრუტები, რომლის გავლაც გამოცდის რეალურ სივრცეში ჩაბარებისას მოუწევთ, წინასწარ არ ეცოდინებათ. მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის, რომელიც რეალურ სივრცეში ავტომანქანის მართვას გულისხმობს, 4 სხვადასხვა მარშრუტია შედგენილი.მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს მიმართულებას, თუ რა მარშრუტით უნდა დაიწყოს გადაადგილება, კომპიუტერული პროგრამა მისცემს.მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რეალურ სივრცეში იმ ქალაქებში ჩატარდება, სადაც მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებია განთავსებული.

"ევროდირექტივა ზუსტად არეგულირებს ამ მიმართულებას, თუ რა ელემენტების გადალახვა უნდა მოახდინოს პირმა რეალურ საგზაო პირობებში, რათა მან მიიღოს მართვის მოწმობა. ჩვენც ეს ელემენტები გვაქვს ევროდირექტივის შესაბამისად შერჩეული და მარშრუტების შესაბამისად გვაქვს ყველა ეს ელემენტი გამოყენებული. მაგალითად: გვირაბი შეიძლება ვერ გაიარო ბევრ სერვისცენტრში და ეს ელემენტი ყველგან შეიძლება არ გავრცელდეს, თუმცა აღმართი, მინიმალური და მაქსიმალური სიჩქარე, დაბრკოლებები, რომლებსაც ევროდირექტივა იცნობს, მარშრუტები ისე გვაქვს შერჩეული, რომ მაქსიმალურად ყველა ელემენტის გამოყენება მოხდეს. გამოსაცდელი გაგვყავს ქალაქში და დაახლოებით 20 კილომეტრამდე იქნება თითო მარშრუტი, რომელიც უნდა გაიაროს მსურველმა. მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრის ირგვლივ საშუალოდ 4 სხვადასხვა მარშრუტი გვექნება შერჩეული და წინასწარ ადამიანს არ ეცოდინება, რომელ მარშრუტს გაივლის. კომპიუტერი ავტომატურად დააგენერირებს მარშრუტს", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ.

მისივე თქმით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ორ ქალაქში - ფოთსა და ზუგდიდში საწყის ეტაპზე მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რეალურ სივრცეში ვერ ჩატარდება და გამოცდის მეორე კომპონენტის ჩასაბარებლად მსურველებმა სხვა ქალაქების სერვის ცენტრებს უნდა მიმართონ.

ამასთან, მარიანა მორგოშია მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ავტოსკოლებში ხარისხიან სწავლებაზე მოთხოვნასაც გაზრდის. მან ასევე აღნიშნა, რომ ავტოსკოლები ამ ეტაპზე რეგულირებადი მიმართულება არაა და ამ კუთხით შსს მუშაობს.

„ის ცვლილებები, რაც დღეს ჩვენ შეგვაქვს კანონპროექტში, გამოიწვევს ადამიანების მხრიდან გაზრდილ მოთხოვნას ხარისხიან სწავლებაზე, შესაბამისად ამ მიმართულებით ისედაც ვფიქრობთ, რომ ავტოსკოლები დაიხვეწებიან. რაც შეეხება რეგულაციებს, ამაზე ვმუშაობთ", - განაცხადა მორგოშიამ.

შეგახსენებთ, რომ მანქანის ქუჩებში - რეალურ მოძრაობაში მართვა გამოცდის მეორე ეტაპია, პირველ ეტაპზე კი მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს გამოცდის ჩაბარება არსებული სისტემით - საგამოცდო მოედნებზე მოუწევთ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ცვლილებებია ბორჯომის 2024 წლის
ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში, 25-დან 11 პროგრამაში
სიახლეა.
14:31 / 19.04.2024
ცვლილებებია ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში, 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს
ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების
(PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო
დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის
განპირობებული.
13:02 / 18.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ
კანონს“ მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო გზა.
20:32 / 17.04.2024
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო გზა.
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად
ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი
მეტი’’-ს მიერ.
16:14 / 16.04.2024
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი მეტი’’-ს მიერ.
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების
დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
09:52 / 16.04.2024
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.