ახალი ამბები
ხანძარი ლიკვიდირებულია - ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა
ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. პრევენციის მიზნით, საკირე-ტაძრისის ტყეში, მეხანძრე-მაშველები და მეტყევეები ადგილზე რჩებიან და პროცესს აკვირდებიან.

მუშაობა გუშინ დაასრულა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა. ხანძრის ქრობის პროცესში საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა გუშინ, საღამოს საათებში ჩაერთო, 24 გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებზე 48 ტონა წყალი დაასხა.

ბოლო ინფორმაციით, ტყის მასივში ხანძრის გავრცელების არეალმა, ჯამში, 2,5 ჰა შეადგინა.
Print