ახალი ამბები
საქართველოს ბრიტანეთიდან საქართველოს მეგობართა წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა
2019 წლის 5-11 მაისს დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ეწვევა მეგობართა ჯგუფი - 30 სტუმარი დიდი ბრიტანეთიდან, რომელთა შორის იქნებიან გაერთიანებულ სამეფოში 8 ქვეყნის აკრედიტებული მოქმედი და ყოფილი ელჩები (სლოვენია, სლოვაკეთი, ჰონდურასი, ურუგვაი, კოსტარიკა, კვიპროსი, გერმანია, ეკვადორი), პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები, ასევე ბიზნესის, აკადემიური წრეებისა და რელიგიური ქრისტიანული ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი მეუღლეები.

მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან საქართველოს კულტურას, ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს, მოინახულებენ სხვადასხვა ქალაქებს, კერძოდ, ქუთაისს, ბორჯომს, გორს, ახალციხეს, ყვარელსა და თბილისს.

სტუმრები შეხვდებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, დაათვალიერებენ ისტორიულ და არქიტექტურულ ღირშესანიშნაობებს და მოინახულონ ადგილობრივ საწარმოებს. კერძოდ, ტურის ფარგლებში, დაგეგმილია ვიზიტი ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, სადაც გერმანული ინვესტიციით წარმატებით ფუნქციონირებს მზის პანელების წარმოების ახალი ქარხანა - “AE Solar”. ბორჯომში სტუმრობისას კი სტუმრები მოინახულებენ ლეგენდარული ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანას და გაეცნობიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართული საექსპორტო პროდუქტის ისტორიას. ქართული მეღვინეობის კულტურისა და ტრადიციის გაცნობის შესაძლებლობა სტუმრებს ექნებათ კახეთის ტურის ფარგლებში.

აღნიშნული პროექტი გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობითა და ორგანიზებით განხორციელდა.

აღსანიშნავია, სტუმარები კარგად იცნობენ საქართველოს, ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებს. სწორედ საქართველოს მიმართ განსაკუთრებულმა ინტერესმა განაპირობა დიპლომატიური ტურის ორგანიზება. აღნიშნული წარმომადგენლობითი ვიზიტი სახალხო დიპლომატიის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს პოპულარიზაციაში.

დიპლომატიური ტურის ოფიციალური ნაწილის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე გაიმართება შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

სტუმრები ვიზიტის ფარგლებში ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან არსებულ ვითარებას.

ტურის მხარდამჭერები არიან ქალაქ ქუთაისის მერია, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტი, ასევე საწარმოები “AE Solar”, “IDS Borjomi Georgia”, კომპანიები „იაგოს ღვინო”, „მეღვინეობა ხარება“, საქართველოს ავიახაზები და „Infinity Georgia".

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
3 მაისი პრესის თავისუფლების
საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
14:31 / 03.05.2024
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
14:21 / 03.05.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები
სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში ადასტურებენ.
11:32 / 03.05.2024
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ
სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
07:12 / 03.05.2024
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან
შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს
იყენებს.
22:54 / 30.04.2024
თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს იყენებს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.