ახალი ამბები
"საუკეთესო მულტიმედია პროდუქტი" - ტელეკომპანია "ბორჯომი" მედია კონკურსის გამარჯვებული გახდა
მედია კონკურსში "წყალი და ადამიანის უფლებები" , ტელეკომპანია "ბორჯომის" მულტიმედია მასალა "სამი სოფლის დაბინძურებული წყალი" საუკეთესოდ დასახელდა. გამარჯვებული ტელეკომპანია "ბორჯომის" ჟურნალისტი, ნინო ვართაპეტიანი გახდა , ხოლო საუკეთესო ტელე/რადიო რეპორტაჟის ნომინაცია, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა, თამარ ბუბაშვილმა მოიპოვა. ჟურნალისტური გამოძიების მომზადებისთვის კი "თავისუფლების მონიტორის" ჟურნალისტი დაჯილდოვდა. სამივე გამარჯვებულ ავტორს, ორგანიზატორებისგან სერთიფიკატები და ტექნიკა გადაეცა.

თავდაპირველად, მოეწყო მედია ტურები ჟურნალისტებისთვუს, საქართველოს ორ რეგიონში - კახეთსა და ქვემო ქართლში, სადაც წყლის პრობლემა სკოლებში, ბაღებში და თავშესაფრებში განსაკუთრებით მწვავედ დგას. შემდეგ ეტაპზე, გამოცხადდა მედია კონკურსი ჟურნალისტებისთვის, სადაც 50-ზე მეტი ნამუშევარი შევიდა, აქედან ფინალში ჟიურის მიერ შეირჩა 8 საუკეთესო მასალა. საბოლოოდ, კი გამოვლინდა 3 საუკეთესო ნამუშევარი სხვადასხვა კატეგორიაში.

მედია კონკურსი "წყალი და ადამიანის უფლებები", WaSH პროექტის ფარგლებში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN--ის მიერ, ევროკავშირი საქართველოსთვის მხარდაჭერით გაიმართა.

Print