შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული რ.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ბორჯომის რაიონის დაბა ახალდაბაში ყოფილი მეუღლეს - ზ.შ-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
62 წლის ლია წიქარიშვილმა ბორომის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის სტაციონარული მომსახურებით ისარგებლა. კარდიოლოგიური საჭიროების მქონე ბორჯომელ პაციენტს დახმარება ჯანმრთელობის გაუარესების გამო დასჭირდა.