ახალი ამბები
ბორჯომის პარკის რეაბილიტაციაზე 35 მილიონი ლარი დაიხარჯება - ირაკლი ქარსელაძე
ბორჯომის ისტორიული არეალის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი როგორც ხიდების აღდგენას, ისე შესაბამისი საინჟინრო ქსელების და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას მოიცავს. ამასთან, უკვე მიმდინარეობს ბორჯომის ცენტრალური პარკის განახლება-მოდერნიზება. განახლებული ისტორიული პარკი ბორჯომის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბორჯომის ცენტრალურ პარკში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ბორჯომის ცენტრალური არეალის ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში, ბორჯომის ცენტრალურ პარკის მიმდებარე ტერიტორია და ცენტრალური ისტორიული პარკი განახლდება.

„პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდებს, დამონტაჟდება დამცავი ჯებირები და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაოები. სრულად განახლდება ბორჯომის ისტორიული პარკის ინფრასტრუქტურაც, მოეწყობა გასართობი, საბავშვო და სპორტული სივრცეები. ასევე, დაემატება მწვანე ნარგავები, განახლდება საფეხმავლო ბილიკები და ამორტიზებული გასართობი ატრაქციონები გამოიცვლება ახალი თანამედროვე ანალოგებით. პარკში მოეწყობა გარე განათების, ირიგაციის და სხვა საინჟინრო სისტემები.

პარკი სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე“
,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი ქალაქებისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება და მისი საორიენტაციო ღირებულება 35 მილიონი ლარი იქნება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.