ახალი ამბები
აშშ აცხადებს, რომ "საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" დამატებით 60-ზე მეტ ოჯახს სავიზო აკრძალვებს დაუწესებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, "რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში".

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დასანქცირებულ პირებს შორის მოხვდებიან ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები, "რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით".

ასევე, დეპარტამენტი განმარტავს, რომ მათ შორის არიან კორუფციაში ჩართული ბიზნესმენები, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი პირები, სამართალდამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში, პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის გატანასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.

"ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით. ვაგრძელებთ დამატებითი, საპასუხო ქმედებების განხილვას. შეერთებული შტატები ცალსახად უჭერს მხარს ქართველების უფლებებს, შეიკრიბონ, ისაუბრონ და მშვიდობიანი პროტესტიგამოხატონ ძალადობის, დაშინების ან ჩახშობის შიშის გარეშე", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

გარდა ამისა, აშშ-მა დღეს, 16 სექტემბერს სანქციები დაუწესა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ასევე, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ოთხივე პირზე დაწესებული სანქციები გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტს ეფუძნება და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისა და კორუფციას მთელ მსოფლიოში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.