ახალი ამბები
მართვის მოწმობის აღების მაჩვენებელი შემცირდა - წელს, გამოცდაზე ქუჩაში მოძრაობისას 55% ჩაიჭრა
მართვის უფლების მისაღებად გამოცდის მეორე ეტაპი 2022 წლის 25 აპრილიდან დაემატა, რომლის ფარგლებშიც კანდიდატებს ქალაქში, რეალურ დროში, უწევთ გადაადგილება. გამომცდელი აფასებს როგორც პრაქტიკულ უნარებს, ისე ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით მათ ცოდნას.

აღნიშნულ საკითხზე „ბიზნესპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის უფროსს ესაუბრა.

როგორც ზურაბ კიკნაძე ინტერვიუში აღნიშნავს, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, მეორე ეტაპის გამოცდაზე 31 200-მდე პირი გავიდა, საიდანაც წარმატებით მხოლოდ 44.9%-მა ჩააბარა. შესაბამისად, გამოდის, რომ გამოცდაზე გასულმა 17 200 მოქალაქემ, რაც პროცენტულად 55.1%-ია მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდა რეალურ მოძრაობაში, ანუ ქუჩაში ვერ ჩააბარა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მეორე ეტაპის ჩასაბარებლად მათ კიდევ აქვთ ვადა.

„2024 წლის 6 თვის მონაცემებით, მეორე ეტაპის გამოცდაზე გავიდა 31 200-მდე პირი, ამ ეტაპზე წარმატებით ჩააბარა 14 000-მდე პირმა, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად 365 დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული.

როგორც იცით, მართვის უფლების მისაღებ გამოცდებს მეორე ეტაპი - გამოცდა რეალური მოძრაობის პირობებში, დაემატა 2022 წლის 25 აპრილიდან. რაც შეეხება შედარებას, 2021 წელს გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა (პირველადი) არის – 47 891, ხოლო 2023 წელს გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა (პირველადი) – 27 255 შეადგენს.

რაოდენობა შემცირდა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ კანდიდატს მეორე ეტაპის ჩასაბარებლად 365-დღიანი ვადა აქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა პირმა დახურულ მოედანზე გამოცდა ჩააბარა 2023 წლის ივლისში, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი წარმატებით ჩააბარა 2024 წლის მაისში. შესაბამისად, ამ სტატისტიკით ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ საგრძნობლად არის შემცირებული მართვის მოწმობის გაცემის მაჩვენებელი,“
- აღნიშნა ზურაბ კიკნაძემ.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„ჩვენი ყველაზე დიდი რესურსი, რომლის
10%-საც არ ვიყენებთ, არის ბალნეოლოგიური კურორტები“ –
13:51 / 03.10.2024
„ჩვენი ყველაზე დიდი რესურსი, რომლის 10%-საც არ ვიყენებთ, არის ბალნეოლოგიური კურორტები“ –
ბორჯომის ისტორიული არეალის
რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი
09:53 / 03.10.2024
ბორჯომის ისტორიული არეალის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26
ოქტომბერს გაიმართება.
12:01 / 01.10.2024
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
15:24 / 30.09.2024
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომელიც ბოლო ათწლეულებია წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდება,
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.