ახალი ამბები
ცერემონიის გამო, რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დახვედრის ცერემონიის გამო, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას აქვეყნებს დედაქალაქის მერია.


"2 ივლისს, 12:00-დან 17:00 საათამდე, თავისუფლების მოედანზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება: რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ვერ შეძლებენ მოედანზე არსებულ წრეზე შესვლას ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად. მძღოლები მოხვევას შეძლებენ პუშკინის სკვერის მიმდებარედ და გადაადგილდებიან კვლავ რუსთაველის გამზირისკენ;
2 ივლისის 17:00 საათიდან 3 ივლისის 00:00 საათამდე, თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა სრულად აიკრძალება.
„შეზღუდვის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება. უკუმიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს - ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი იმოძრავებს ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების საშუალებით“, - აღნიშნავენ თბილისის მერიაში.

ეროვნული ნაკრების დახვედრის ღონისძიება თბილისში, თავისუფლების მოედანზე, დღეს, 22:00 საათზე, დაიწყება"
- აღნიშნულია ინფორმაციაში. 



დღეს დილას, დაახლოებით 10:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ჩარტერული რეისით საქართველოში ჩამოიყვანა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები. მათ აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.

საქართველოს ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს 30 ივნისიდან, მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხების (1:4) შემდეგ გამოეთიშა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა, რადგან პირველად მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატში, ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალშიც გავიდა და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„ჩვენი ყველაზე დიდი რესურსი, რომლის
10%-საც არ ვიყენებთ, არის ბალნეოლოგიური კურორტები“ –
13:51 / 03.10.2024
„ჩვენი ყველაზე დიდი რესურსი, რომლის 10%-საც არ ვიყენებთ, არის ბალნეოლოგიური კურორტები“ –
ბორჯომის ისტორიული არეალის
რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი
09:53 / 03.10.2024
ბორჯომის ისტორიული არეალის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26
ოქტომბერს გაიმართება.
12:01 / 01.10.2024
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
15:24 / 30.09.2024
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომელიც ბოლო ათწლეულებია წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდება,
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.