ახალი ამბები
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, არ დაძლიოს „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ დაძლიოს „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო. ეს საკითხი დღეს, 27 მაისს, განიხილება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ლევან იოსელიანიც ესწრება.

„ჩემი აქ მოსვლის მიზანი და მიზეზი არის მხოლოდ ერთი - გამოვხატო და გავაჟღერო ის პოზიცია, რაც სახალხო დამცველს აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. მოვედი სიმართლე გითხრათ, კიდევ იმიტომ, რომ ის სიტუაცია, რაც დღეს არის ქვეყანაში, ის დაძაბულობა საჭიროებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენას და იმ ყველაფრის გათვალისწინებას, რაც თითქმის ორი თვეა თბილისის ქუჩებში მიმდინარეობს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ ლეგიტიმურია ხელისუფლების მიზანი, უცხოეთიდან შემოსულ თანხებზე გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი დააწესოს, თუმცა ამის მიღწევა სხვა კანონებში ცვლილებების შეტანითაც შესაძლებელი იყო.

„ამ ფორმით ამ კანონის მიღებამ, ჩემი აზრით, უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს. ამიტომ შესაძლებელია, რომ პარლამენტმა უარი თქვას ამ ვეტოს დაძლევაზე და გადაავადოს და გაჩნდეს სივრცე სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანაზე... ჩემი აზრით, ხშირად უკან დახევა არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი იყოს“, - დასძინა მან.

სახალხო დამცველს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჰკითხა, შეეძლო თუ არა პრეზიდენტს ვეტოს პროცედურის ფარგლებში ისეთი შეთავაზება წარედგინა პარლამენტისთვის, რომლითაც სხვა კანონში ცვლილებების შეტანა გახდებოდა შესაძლებელი.

„მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნების ისეთი პროექტი, რომელიც გააჩენდა დისკუსიის სივრცეს. სამწუხაროდ, ის, რაც არის წარმოდგენილი, ამ სივრცეს არ იძლევა და სწორედ ეს არის ჩემი აქ მოსვლის ერთ-ერთი მიზანი და პარლამენტმა თავისი მოქმედებით - ვეტოს არდაძლევით - შეძლოს ამ დისკუსიის სივრცის გაჩენა“, - უპასუხა ანრი ოხანაშვილს ლევან იოსელიანმა.

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს. ხვალ კი კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დადგება განსახილველად.

14 მაისს ხალხმრავალი პროტესტისა და უცხოელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, 18 მაისს კი მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და კიდევ ერთხელ უწოდა „რუსული კანონი“.

23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.
ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.

მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა". ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება" კანონზე უარს იტყვის
.

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების მიერ
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქსტატმა კულტურის სტატისტიკა
გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2023 წელს საქართველოში 257 მუზეუმი
და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა,
13:51 / 14.06.2024
საქსტატმა კულტურის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2023 წელს საქართველოში 257 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა,
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს
„დაშბაშის” კანიონში ჩასასვლელ ტურისტულ ბილიკზე მაღალი საშიშროების
მქონე მეწყრული და ქვათაცვენითი უბნები,
09:34 / 14.06.2024
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს „დაშბაშის” კანიონში ჩასასვლელ ტურისტულ ბილიკზე მაღალი საშიშროების მქონე მეწყრული და ქვათაცვენითი უბნები,
13:33 / 10.06.2024
"მეტეოროლოგიური რადარის მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს, 10 ივნისს, უახლოეს საათებში დღის ბოლომდე ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის,
„რიკოთის ესტაკადებს აქვთ ძალიან
დიდი და სერიოზული პრობლემა - მიწისძვრის კუთხით ბომბია,“ - ამის
შესახებ, სე­ის­მო­ლო­გი თეა გო­დო­ლა­ძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე
წერს.
10:10 / 10.06.2024
„რიკოთის ესტაკადებს აქვთ ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემა - მიწისძვრის კუთხით ბომბია,“ - ამის შესახებ, სე­ის­მო­ლო­გი თეა გო­დო­ლა­ძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
პარტია „ქართული ოცნების
15:10 / 07.06.2024
პარტია „ქართული ოცნების" გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სანქციების არავის ეშინია,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.