ახალი ამბები
სასმელი წყლის შიდა ქსელი და საკანალიზაციო სისტემა - ახალდაბაში სამუშაოები დაიწყება
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, სასმელი წყლის შიდა ქსელის და ე.წ ,,სადგურის" უბანში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება.

დაბა ახალდაბაში სასმელი წყლის შიდა ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1.53 კმ მონაკვეთზე.

ასევე, დაგეგმილია, ,,სადგურის" უბანში დაზიანებული საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია,
მოეწყობა საკანალიზაციო ჭა.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
Print