ახალი ამბები
მწვანე გაკვეთილები ბორჯომში მცხოვრები შშმ პირებისთვის
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი მეტი’’-ს მიერ.

პროექტის მიზანს წარმოადგენს ეკოცნობიერების ამაღლება და გარემოსადმი ზრუნვის უნარჩვევების გამომუშავება ბორჯომში მდებარე დღის ცენტრი ‘’თებე’’-ს წევრებისთვის. ცენტრის ბენეფიციარები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირები და განსაკუთრებულად ესაჭიროებათ ისეთი უნარების გამომუშავება, რომელიც მათ სამომავლოდ წაადგებათ და დაეხმარებათ ყოფაცხოვრებაში.

პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მეტი სიმწვანე შეემატოს გარემოს, გამწვანდეს ცენტრის ინტერიერი, ბაღი, გაუმჯობესდეს გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები და რაც ყველაზე მთავარია - ზრუნვა რესურსების მდგრადად მოხმარებაზე და ამ გზით დედამიწის გამოჯანმრთელებაში წვლილის შეტანა.

Print