ახალი ამბები
როდის იწყება სკოლებსა და ბაღებში სააღდგომო არდადეგები
მართლმადიდებლური ეკლესია წელს აღდგომას 5 მაისს აღნიშნავს. სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე.

შესაბამისად, როგორც სკოლები, ასევე ბაღები 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

აღდგომის დღესასწაულზე დაისვენებენ სხვა საჯარო სამსახურები: წითელ პარასკევიდან ანუ, 3 მაისს და მიცვალებულთა ხსენების დღეს ორშაბათს. შაბათი და კვირა კი ყველასთვის დასვენების დღეა.
Print