ახალი ამბები
ე.წ. „აგენტების კანონის“ საკომიტეტო განხილვა 15 აპრილს დაიწყება
საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. „აგენტების კანონის“ საკომიტეტო განხილვა 15 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება. პლენარულ სხდომაზე კი პირველი მოსმენით კანონპროექტზე 16 აპრილს იმსჯელებენ. ბოლო მოსმენის თარიღად კი 17 მაისია მითითებული.

17 მაისი არის ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე.
Print