ახალი ამბები
236 სოფელი საქართველოში ელექტროენერგიის გარეშეა
„იდენტიფიციებულია 236 დასახლებული პუნქტი, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება არ ხდება“. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 3 აპრილს, პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატების კითხვების პასუხად განაცხადა.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა. განხორციელდა უშუქო სოფლების ნაწილის ელექტროფიცირება. იდენტიფიცირდა 236 ასეთი დასახლებული პუნქტი, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება ვერ ხდება. ამ სოფლებში არის 102 მუდმივი მაცხოვრებელი. უკვე განისაზღვა კონკრეტული საჭიროებები, შეფასდა მათთვის საჭირო ელექტროენერგიის მოცულობა. ამ სეზონური და არასეზონური კომლების წლიური მოხმარება დაახლოებით 556 ათასი კილოვატი/საათია.

პრობლემის დროებითი მოგვარება, როგორიცაა მაგალითად, მზის პანელები, არ არის საკითხის მოგვარების ადეკვატური გზა. საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტისთვის საჭიროა მოვაწყოთ ელექტროგადამცემი ხაზები და ამ სოფლებში ელექტროენერგია მივიყვანოთ.

იდენტიფიცირებულია 1 000 კილომეტრამდე ახალი ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის საჭიროება. 1-ელ ეტაპზე მოხდება 440 კმ ინფრასტრუქტურის მოწყობა, მე-2 ეტაპზე - 530 კმ-ის მოწყობა. ეს პროცესი უკვე 2025 წელს დაიწყება,“- აღნიშნა დავითაშვილმა.


წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
3 მაისი პრესის თავისუფლების
საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
14:31 / 03.05.2024
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
14:21 / 03.05.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები
სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში ადასტურებენ.
11:32 / 03.05.2024
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ
სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
07:12 / 03.05.2024
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან
შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს
იყენებს.
22:54 / 30.04.2024
თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს იყენებს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.