ახალი ამბები
ბორჯომში "ცოფიან ღელეს" რეაბილიტაცია უტარდება
ბორჯომში, გელოვანის ქუჩაზე, ე.წ "ცოფიანი ღელე"-ს რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ღელის კალაპოტის მოწყობა რკინაბეტონის არხით, სამუშაოები განხორციელდება 108 გრძ მეტრ მონაკვეთზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 459 350 ლარია გამოყოფილი.

"ცოფიანი ღელე" უხვი ნალექის დროს საფრთხეს უქმნიდა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა ადგილობრივების ეზოები და საცხოვრებელი სახლები არაერთხელ დატბორა.





Print