ახალი ამბები
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთში კლინიკა „ევექსში” გადაიყვანა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზაზე მოხდა, სადაც ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
Print