ახალი ამბები
სახელმწიფო უწყებების პრემია-დანამატებზე 413,6 მლნ ლარი გაიცა - ვინ აიღო ყველაზე მეტი
სამინისტროებში პრემია-დანამატების მოცულობა 21,1 მლნ ლარით გაიზარდა. აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, 2023 წელს სახელმწიფო უწყებებში პრემია-დანამატების სახით ჯამში 413,6 მლნ ლარი გაიცა, აქედან, 362,2 მლნ დანამატზე, ხოლო 51,4 მლნ პრემიაზე მოდის.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს პრემია-დანამატების საერთო მოცულობამ 392,5 მლნ ლარი შეადგინა (პრემია - 40,2 მლნ ლარი, დანამატი - 352,3 მლნ ლარი) შედეგად გამოდის, რომ გასულ წელს 21,1 მლნ ლარით მეტი გაიცა.

აღსანიშნავია, რომ შარშან ყველაზე დიდი რაოდენობით პრემია-დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა - 134 მლნ ლარი, რაც საერთო მოცულობის 32,4%-ს შეადგენს.

გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა მოცულობის პრემია-დანამატი გაიცა სამინისტროებში 2023 წელს:


პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 1,6 მლნ ლარი დანამატი, 1,8 მლნ პრემია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 212 890 ლარი დანამატი, 211 885 ლარი პრემია

მთავრობის ადმინისტრაცია - 383 358 ლარი დანამატი, 731 580 ლარი პრემია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 0 ლარი დანამატი, 97 354 ლარი პრემია

ფინანსთა სამინისტრო - 4,9 მლნ ლარი დანამატი, 2 მლნ პრემია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 856 847 ლარი დანამატი, 1,1 მლნ პრემია

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 342 618 ლარი დანამატი, 744 676 ლარი პრემია

იუსტიციის სამინისტრო - 5,5 მლნ ლარი დანამატი, 6,1 მლნ პრემია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 1,6 მლნ ლარი დანამატი, 2,7 მლნ პრემია

საგარეო საქმეთა სამინისტრო - 1,8 მლნ ლარი დანამატი, 772 935 ლარი პრემია

თავდაცვის სამინისტრო - 12,3 მლნ ლარი დანამატი, 293,626 ლარი პრემია

შინაგან საქმეთა სამინისტრო - 119 მლნ ლარი დანამატი, 15 მლნ პრემია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 1,8 მლნ ლარი დანამატი, 2 მლნ პრემია

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 304 684 ლარი დანამატი, 2,6 მლნ ლარი პრემია

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 2,5 მლნ დანამატი, 807 354 ლარი პრემია


წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
განხორციელდება.
16:51 / 25.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3
მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი
დაუდგენელი.
12:22 / 25.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3 მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი დაუდგენელი.
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის
მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის -
ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში
„საქმე“
10:54 / 25.04.2024
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“
საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის
ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
13:56 / 23.04.2024
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
12:46 / 21.04.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.