ახალი ამბები
საპატრიარქოს დაფინანსება იზრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსება ხუთი მილიონი ლარით გაიზარდა. კობახიძის განმარტებით, საპატრიარქოს დაფინანსების საკითხი ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელი ბიუჯეტის დაგეგმვისას განისაზღვრა.

„საპატრიარქოს დაფინანსებას რაც შეეხება, 30 მილიონი იყო საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის გამოყოფილი, ანუ კონკრეტული მიზნობრიობა აქვს, მიმართულია კონკრეტულად საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისკენ. 30 მილიონი იყო გამოყოფილი, თუმცა, გარკვეული საჭიროებები იყო, რის გამოც, აუცილებელი გახდა 5 მილიონით შესაბამისი ბიუჯეტის გაზრდა, რაც მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა, ანუ მთლიანობაში იყო 30 მილიონიანი დაფინანსება, 5 მილიონი დავამატეთ, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამები სათანადოდ განხორციელდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება აღნიშნული გადაწყვეტილება საარჩევნოდ ხმების მობილიზებას, პრემიერმა უპასუხა, რომ ამას „არჩევნებთან კავშირი არ აქვს“.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს დაფინანსება შარშან ჩაიდო წლევანდელ ბიუჯეტში, ამიტომ არჩევნებთან კავშირი არ აქვს, ეს არ არის ახლახან, არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება განსაკუთრებით, საგანმანათლებლო სფეროში. აქედან გამომდინარე, არსებობს, 25 მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა, ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30 მილიონიანი ასიგნება, რომელიც საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს ხმარდება და ეს დაფინანსება დამატებით, 5 მილიონით გაიზარდა.

ეს ყველაფერი გამჭვირვალეა, საუბარია რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე, 50-ია დაახლოებით, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და არის სასკოლო დაწესებულებები, რამდენიმე ასეთი ათეული დაწესებულებაა, მთლიანობაში 5 მილიონით მოხდა მათი დაფინანსების გაზრდა“,
- განაცხადა კობახიძემ.

მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 15 მარტს გამოსცა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო
დაადო.
17:16 / 18.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.
19 მაისს, 17:00 საათზე,
ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
16:55 / 18.05.2024
19 მაისს, 17:00 საათზე, ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას,
თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
15:21 / 18.05.2024
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
13:45 / 18.05.2024
"ეს არის მარტივი ეკონომიკური დაკვირვება, იმიტომ, რომ მყიფე ეკონომიკა გვაქვს. ზუსტად ასევე ვპროგნოზირებ ახლაც, საყოველთაო საზოგადოებრივი მოხმარების საგნებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდას სანქციების შემდეგ“ - ამ თემაზე რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ეკონომისტმა ოთო აბესაძემ ისაუბრა.
ბოლო დღეების განმავლობაში ლარი,
დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება.
09:31 / 18.05.2024
ბოლო დღეების განმავლობაში ლარი, დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.