ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა
11:27 / 15.03.2024
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ.
დანიგანი რეგიონებში მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრებს
მართავს.დიპლომატი ამჯერად ბორჯომის მერს
ოთარ არბოლიშვილს შეხვდა. იქამდე კი იმყოფებოდა ბორჯომ-ხარაგაულის
ეროვნულ პარკში. ბორჯომის მერის ოთარ არბოლიშვილის განცხადებით,
ამერიკის ელჩმა მუნიციპალიტეტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქალაქის
ტურისტული, ეკონომიკური განვითარების, კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციის და თანამშრომლებისთვის გაცვლითი
ვიზიტების განხორციელების კუთხით. ეს იყო დიპლომატის რობინ დანიგანის
პირველი ვიზიტი ბორჯომში.