ახალი ამბები
რუსეთში 3 დღიანი საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. ამომრჩევლებს თავიანთი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა სამი დღის განმავლობაში 15-17 მარტის ჩათვლით შეუძლიათ. არჩევნებში მონაწილეობს ოთხი კანდიდატი: რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, დუმის კომუნისტი დეპუტატი ნიკოლაი ხარიტონოვი, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ლეონიდ სლუცკი და დუმის ვიცე-სპიკერი პარტიიდან „ახალი ხალხი“ ვლადისლავ დავანკოვი.

პუტინის გარდა, ყველა კანდიდატი თავისი პარტიების მიერაა წარდგენილი. პუტინმა საკუთარი კანდიდატურა თავად წარადგინა საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერით. არცერთი „კონკურენტი“ რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს ღიად არ აკრიტიკებს და არც უკრაინაში ომს არ გმობს.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა პოლიტიკოს ბორის ნადეჟდინს და ჟურნალისტ ეკატერინა დუნცოვას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას აკრიტიკებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე 112 309 947 ამომრჩეველია, ხოლო საზღვარგარეთ - 1 890 863.

რუსეთი თავის „ტერიტორიას“ უწოდებს უკრაინაში ოკუპირებულ რეგიონებსაც - დონეცკს, ლუგანსკს, ხერსონს, ზაპოროჟიეს და ყირიმს.

რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, მოსკოვის მიერ „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომელთა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს. საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ არჩევნების ჩატარებას.

ეჭვი არავის ეპარება, რომ პუტინი მეხუთედ გახდება რუსეთის პრეზიდენტი.


რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი ოთხწლიანი ვადით.

პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს.

2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა ექვს წლამდე გაიზარდა.

ვლადიმირ პუტინი პირველი ექვსი წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორედ კი - 2018 წელს.

2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრის შესაძლებლობა მიეცა კიდევ ორი ვადით - 2024 და 2030 წლებში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
3 მაისი პრესის თავისუფლების
საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
14:31 / 03.05.2024
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
14:21 / 03.05.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები
სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში ადასტურებენ.
11:32 / 03.05.2024
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ
სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
07:12 / 03.05.2024
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან
შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს
იყენებს.
22:54 / 30.04.2024
თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს იყენებს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.