ახალი ამბები
პაციენტი ბორჯომის ჯეო-ჰოსპიტალსის წინააღმდეგ
ბორჯომში მცხოვრები ნათია ნიკურაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე საუბრობს. საქმე ეხება მის 12 წლის შვილს, რომელიც კლინიკაში მუცლის ტკივილით შეიყვანეს.

„გუშინ ჩემს შვილს ჰქონდა ბრმანაწლავის შეტევა, გადავიყვანეთ ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალსში, შეყვანის წუთიდან დაუდგეს გადასხმა, ექიმი მოვიდა და რომ გასინჯა არ მომეწონა ძალიან და ვიკითხე ამ ექიმს რა სჭირსთქო??? მიპასუხეს ეძინაოო და გავჩერდი... აუღეს ანალიზები და გადაუღეს ეხოსკოპია.

პასუხების შედეგად გვითხრეს რომ ნამდვილად საოპერაციო არისო.
აგვიყვანეს პალატაში მოსამზადებლად. მომზადების პროცესში ვატყობდი რომ ჰოსპიტლის თანამშრომლები ძალიან საეჭვოდ ფუსფუსებდნენ და ჩურჩულებდნენ. გული ცუდს მიგრძნობდა, გავედი დერეფანში და აღმოვაჩინე რომ ქირურგი რომელსაც ჩემი 12 წლის შვილი საოპერაციოდ უნდა შეეყვანა მთვრალი იყოოო ხალხნოოო...

ბავშვს ტკივილები ჰქონდა და გამაყუჩებლები გაუკეთეს რომ ელოდებოდნენ ექიმის გამოფხიზლებას... ავტეხეთ მე და ჩემმა მეუღლემ ერთი ამბავი და ბავშვი სასწრაფოდ წამოვიყვანეთ თბილისში იაშვილის კლინიკაში. მიღებისთანავე ჩაუტარდა ხელახალი კვლევები ბავშვს, პასუხების და კვლევის შედეგად აღმოჩნდა რომ ნაწლავური ინფექცია ჰქონია, გამორეცხვების შედეგად ბავშვს მოეხსნა ტკივილები და წამოვიყვანეთ სახლში.
ხალხნოოო ბორჯომის ჯეო პოსპიტალს არ გაეკაროთ, დასახვრეტები არიაან, ბავშვს დამიღუპავდნენ ეგ არაადამიანებიიი. არაფრით არავის არ შევარჩენ ჩვენს გამწარებას.... სასაკლაოოოოდ არის ქცეულიიიი
ქირურგი არის მალხაზ ბურნაძე“
- წერს ნათია ნიკურაძე.

ტელეკომპანია ბორჯომთან საუბრისას ნათია ნიკურაძე ამბობს, რომ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მან პოლიციას უკვე მიმართა. ის ასევე კლინიკის ხელმძღვანელთან შეხვედრას გეგმავს. ტელეკომპანია „ბორჯომი“ თემაზე მუშაობს. განვითარებული მოვლენების შესახებ ყველა მხარის პოზიციას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.
ჩვენ დავუკავშირდით ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელს. გელა ორველაშვილი კომენტარს სავარაუდოს ხვალ გააკეთებს.
ნათიას 12 წლის შვილი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს და სახლში იმყოფება.

Print