ახალი ამბები
ავტომანქანები მუქი ფერის გამონაბოლქვით, ვიზუალური დათვალიერებისას შესაძლოა დააჯარიმონ
პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც მუქი ფერის, შეფერილი გამონაბოლქვი აქვს, შესაძლოა ვიზუალური დათვალიერების შემდეგ დაჯარიმდნენ.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, შემოწმებას ვერ გაივლის ავტომობილი, რომელსაც უფიქსირდება ვიზუალურად ხილული შავი, ლურჯი ან ნაცრისფერი გამონაბოლქვი.

ასევე კანონპროექტის თანახმად, ახლებურად განისაზღვრება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 119-ე მუხლის მე-3 ნაწილი და მას ვიზუალური დათვალიერების კომპონენტი ემატება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ „იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გამონაბოლქვში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას ან ვიზუალური დათვალიერების ტესტის შედეგად აღმოაჩნდება შეფერილი გამონაბოლქვი, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.

ვიზუალური დათვალიერების ტესტი გულისხმობს ავტომობილის შემოწმებას ძრავის უქმის სვლის რეჟიმში 5 წამის განმავლობაში, ან ავტომობილის შემოწმებას ძრავის წუთში 2 500-3 000 ბრუნზე მუშაობისას.

გარდა ამისა, 119-ე მუხლს ემატება მე-4 პუნქტის, მე-2 ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში იზრდება ჯარიმის ოდენობაც. კერძოდ, ამ სამართალდარღვევის მესამედ და ყოველ მომდევნო შემთხვევაში ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირისთვის 300 ლარის, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდმეწარმის შემთხვევაში 1 000 ლარის ოდენობით“.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე
განცხადება/შეტყობინებიდან,
12:52 / 19.05.2024
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე განცხადება/შეტყობინებიდან,
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.
10:42 / 19.05.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო
დაადო.
17:16 / 18.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.
19 მაისს, 17:00 საათზე,
ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
16:55 / 18.05.2024
19 მაისს, 17:00 საათზე, ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას,
თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
15:21 / 18.05.2024
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.