შეტაკებების შედეგად 49 გარდაცვლილი გვყავს-ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ
ფაშინიანის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით,
აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შედეგად 49
სომეხი სამხედრო დაიღუპა.
„ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროს მიერ დადასტურებული
ინფორმაციით, 49 დაღუპული გვყავს, მაგრამ ეს რიცხვი, სამწუხაროდ,
საბოლოო არ არის.
ჩვენი ჯარისკაცები თავდაუზოგავად და გმირულად იბრძოდნენ. ხაზგასმით
უნდა აღვნიშნო, რომ ამაზეა დაფუძნებული ჩვენი სახელმწიფოებრიობა,
ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი და სანამ არიან ადამიანები,
რომლებიც მზად არიან გადამწყვეტ მომენტში სამშობლოსთვის სიცოცხლე
გაწირონ, ეს ნიშნავს, რომ სომხეთს აქვს და ექნება სუვერენიტეტი და
სომხეთის სახელმწიფოებრიობა იქნება მარადიული“, - აღნიშნა
ფაშინიანმა.