ახალი ამბები
ბორჯომის მერს ახალი მოადგილე ჰყავს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ტაბატაძე დაინიშნა.

გიორგი ტაბატაძე, 2021 წლის მაისიდან 2022 წლის ივნისამდე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის, მონიტორინგის და ზედამხედველობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

2020-2021 წელს იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მონიტორინგის და სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

2015-2020 წლებში მუშაობდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში ბუღალტრული აღრიცხვის უფროს სპეციალისტად.

იგი 2014 წელს მუშაობდა სს თბილხელსაწყოში ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

2013-2014 წლებში სტაჟირება გაიარა ს.ს ,,საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების ფილიალის ფინანსურ დეპარტამენტში ბიუჯეტირების, ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვის პოზიციაზე, ასევე იყო ბუღალტრის დამხმარე ავიაკომპანია ,,იარ-კავკასუსში" ფინანსურ დეპარტამენტში.

გიორგი ტაბატაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით, ასევე მას დამთავრებული აქვს ბუღალტერთა და აუდიტორთა ინსტიტუტი ACCA.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა თვითმართველობის წარმომადგენლებს ახალი მოადგილე გიორგი ტაბატაძე, კულტურის დარგში თანაშემწე გიორგი ბუგიანიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების უფროსი შალვა გოგოლაძე წარუდგინა.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
განხორციელდება.
16:51 / 25.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3
მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი
დაუდგენელი.
12:22 / 25.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3 მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი დაუდგენელი.
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის
მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის -
ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში
„საქმე“
10:54 / 25.04.2024
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“
საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის
ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
13:56 / 23.04.2024
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
12:46 / 21.04.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.